Accessibility links

logo-print

ერაყში განახლდა ყოფილ დიქტატორ სადამ


ერაყში განახლდა ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი.

ერაყში განახლდა ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი.
საქმე ეხება გენოციდის ბრალდებას, რომელიც უკავშირდება 1987-88 წლებში ქურთების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სახელწოდებით "ანფალი". მან ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჰუსეინის გარდა ბრალდება მისი რეჟიმის ექს წევრს აქვს წაყენებული. დღევანდელი სხდომა დაიწყო მოწმის ჩვენებით: მან, ფაიკ მუჰამად ამიდმა, რომელიც 1987 წელს ქურთების მილიციის საავადმყოფოში მუშაობდა, აღწერა, როგორ გამოიყენეს ერაყის თვითმფრინავებმა ქიმიური იარაღი: [ფაიკ მუჰამად ამიდის ხმა] “ჩემი პაციენტის მდგომარობიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ საქმე ეხებოდა მდგოვის გაზს”. გუშინ სადამ ჰუსეინმა მთავარ მოსამართლეს წერილობით შეატყობინა, რომ აღარ სურს პროცესზე დასწრება, მაგრამ დღეს ის მაინც იყო სასამართლოს დარბაზში. მიზეზი ჯერ უცნობია. ჰუსეინს უკვე მისჯილი აქვს ჩამოხრჩობა დუჯაილში 1982 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. მისმა ვექილებმა ეს განაჩენი გაასაჩივრეს.
XS
SM
MD
LG