Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი


სოხუმში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი,

სოხუმში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი,
რომლის მონაწილეებმაც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებისაკენ. როგორც იუწყებიან, შეკრებილების რიცხვმა 35000-ს მიაღწია. მათს წინაშე გამოსვლისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გამოთქვა აზრი, რომ აფხაზეთი და საქართველოს ვერასდროს შეძლებენ ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობას. სოხუმში მიტინგზე გამოვიდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბაც: [აშუბას ხმა] “ჩვენი მიზნებია თავისუფლება და მშვიდობა. თავისუფლების მოედანზე ყველას ხმამაღლა უნდა დავუდასტუროთ მოქალაქეობრივი ნება: ერთიანი და მტკიცე პოზიცია დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, მსოფლიოს ქვეყნებსა და ხალხებს - აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იურიდიული აღიარების თხოვნით.” დღესვე რუსეთში, სახელმწიფო სათათბირომ განიხილა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები.
XS
SM
MD
LG