Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შეფასებით


ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შეფასებით, ვითარება ამ ქვეყანაში “მძიმეა და სულ უფრო უარესდება”.

ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შეფასებით, ვითარება ამ ქვეყანაში “მძიმეა და სულ უფრო უარესდება”.
ამის შესახებ იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები ჯგუფის საანგარიშო მოხსენების ტექსტზე მითითებით. ამ წყაროების ცნობით, დოკუმენტი მოიცავს მოწოდებას აშშ-ის მთავრობისადმი, მიმართოს ახალ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზომებს ვითარების გასაუმჯობესებლად. ის მოუწოდებს ვაშინგტონს, დაამყაროს პირდაპირი კონტაქტები ირანთან და სირიასთან, გარდა ამისა მიზანშეწონილად მიიჩნევს ერაყიდან საბრძოლო შენაერთების გაყვანას. თუმცა, თეთრი სახლის განცხადებით, ანგარიში არ შეიცავს ჯარების გაყვანის კონკრეტულ თარიღებს. ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის წევრებს დღეს შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტი და შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ სერიოზულად მოეკიდება მათს რეკომენდაციებს: [ბუშის ხმა] “ამ საანგარიშო მოხსენებას სახელწოდებით 'The Way Forward,' ეს ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად მოკიდება. ეს ანგარიში ძალიან მკაცრ შეფასებას აძლევს ვითარებას ერაყში. ეს არის ანგარიში, რომელიც მოიცავს ზოგ ძალიან საინტერესო წინადადებას და თითოეულ წინადადებას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით და დროულად ვიმოქმედებთ”. ერაყის საკითხის შემსწავლელ ჯგუფს, რომელიც რესპუბლიკელებისა და დემოკრატების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებისაგან შედგება, ხელმძღვანელობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. ჯგუფი 8 თვე მუშაობდა ერაყში აშშ-ის ალტერნატიული პოლიტიკური კურსის შესამუშავებლად.
XS
SM
MD
LG