Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ის სამხედრო პრეს-მდივან კრისტოფერ


ერაყში აშშ-ის სამხედრო პრეს-მდივან კრისტოფერ გარვერის განცხადებით,

ერაყში აშშ-ის სამხედრო პრეს-მდივან კრისტოფერ გარვერის განცხადებით,
დღეს ოთხი სხვადასხვა ინციდენტის შედეგად 10 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედრო წყაროებს სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ. ერაყში 2003 წლის მარტში საერთაშორისო ჯარების შეჭრის შემდეგ 2900-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული. დღესვე ერაყის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში ჭურვების აფეთქების შედეგად დაიღუპა 8 და დაიჭრა 40 ადამიანი. ბაღდადშივე თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ავტობუსში, მოკლა სულ ცოტა 2 ადამიანი, დაიჭრა 12 კაცი.
XS
SM
MD
LG