Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში


ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ალიაქსანდრ კაზულინი,

ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ალიაქსანდრ კაზულინი,
რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, როგორც იუწყებიან, სიკვდილის პირასაა. კაზულინს მისჯილი აქვს 5,5 წლით პატიმრობა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის. 7 კვირის წინ მან შიმშილობა გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერი ალიაქსანდრ მილინკევიჩი ღია წერილით მიმართავს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, რომ კაზულინი იმ შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას, თუ "დიდი 8"-ის წევრი თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს, ადამიანის უფლებათა ხელიყოფის საკითხი დააყენოს გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებაზე.
XS
SM
MD
LG