Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიტვინენკოს საქმე არ ვნებს ბრიტანეთთან ურთიერთობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიტვინენკოს საქმე არ ვნებს ბრიტანეთთან ურთიერთობას.
ალექსანდრ ლიტვინენკომ, რომელიც 23 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა ძლიერ და იშვიათ რადიოაქტიურ ნივთიერება პოლონიუმ 210-ით მოწამვლის შედეგად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააკისრა მისი სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა. კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას. როგორც დღეს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა: [ლავროვის ხმა] “ჩვენ რაც შეგვეხება, სკოტლენდ იარდის მიერ წარმოებული გამოძიება არანაირ გავლენას არ ახდენს ბრიტანეთთან ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობაზე. ხედავს თუ არა ბრიტანეთის მხარე რაიმე გავლენას - მე ვერ ვიტყვი. უკვე ვთქვი, რომ ამ საქმის გარშემო რაღაც კამპანიის წამოწყების, მისი პოლიტიკურ სენსაციად ქცევის მცდელობა უკვე წარუმატებელია.” ბრიტანელი გამომძიებლები ლიტვინენკოს მკვლელობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ დასძენენ, რომ მათთვის ჯერაც უცნობია მკვლელობის გარემოებები, მოიტვი, ან პასუხისმგებელი პირების ვინაობა. ბრიტანელი გამომძიებლების ნაწილი მოსკოვშია ჩასული შესაძლო მოწმეების დაკითხვის მიზნით.
XS
SM
MD
LG