Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიშს


ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიშს, რომელშიც გაკრიტიკებულია ერაყში აშშ-ის ამჟამინდელი კურსი,

ერაყის საკითხის შემსწავლელი ჯგუფის ანგარიშს, რომელშიც გაკრიტიკებულია ერაყში აშშ-ის ამჟამინდელი კურსი,
ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ეს ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა აშშ-ის ჯგუფმა, რომელიც როგორც დემოკრატიული ისე რესპუბლიკური პარტიების მაღალი რანგის წარმომადგენლებისაგან შედგება. ჯგუფი გამოთქვამს შეფასებას, რომ ვითარება ერაყში “მძიმეა და სულ უფრო უარესდება”. კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ერაყში აშშ-ის პოლიტიკის ძირეულ ცვლილებას. ერთ-ერთი რეკომენდაციაა პირდაპირი მოლაპარაკებას წარმოება სირიასთან და ირანთან - ერაყში "დიპლომატიური იერიშის" წამოსაწყებად. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ირანს შეუძლია დახმარების გაწევა. სირიის ოფიციალური რეაქცია კი ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" საგარეო უწყებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ სამინისტროში ამერიკული კომისიის ანგარიშს "ობიექტურს" უწოდებენ. ცნობილია "ერაყის მუსლიმანი სწავლულების ასოციაციის" რეაქცია: ის ანგარიშს უწოდებს "ვითარების შეფასების გულწრფელ მცდელობას". ასოციაციის პრეს-მდივან ბაშარ ფაიდის განცხადებით: [ფაიდის ხმა] “ვფიქრობ, ეს ანგარიში ძალიან რეალისტურია და ამიტომაც უწოდა მას პრეზიდენტმა ბუშმა ძალიან მკაცრი (...) პირველი სიმართლე იყო იმის თქმა, რომ ერაყში არ არის მიღწეული გამარჯვება, არ არის პროგრესი და არ ჩანს ვითარების გაუმჯობესების გზა”. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტის განცხადებით კი, ის ვითარებას სხვაგვარად ხედავს. ოლმერტი გამორიცხავს სირიასთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას, თუმცა დასძენს, რომ ისრაელს სურს პალესტინელებთან მოლაპარაკების განახლება.
XS
SM
MD
LG