Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, თურქეთი მზად არის


ცნობების თანახმად, თურქეთი მზად არის ერთი ნავსადგური და ერთი აეროპორტი გახსნას კიპროსთან სატრანპორტო კავშირისთვის.

ცნობების თანახმად, თურქეთი მზად არის ერთი ნავსადგური და ერთი აეროპორტი გახსნას კიპროსთან სატრანპორტო კავშირისთვის.
ამ ნაბიჯის მეშვეობით შესაძლოა, მოგვარდეს ევროკავშირთან უთანხმოება, რომელმაც ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხზე. ევროკომისიის პრეს-მდივან კრისტინა ნაგის განცხადებით, ახლა მოელიან თურქეთის წინადადების დეტალებს, რათა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა ეს წინადადება ევროკავშირის მოთხოვნებს. ევროკავშირი დაიმუქრა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების ნაწილობრივ შეჩერებით, თუ თურქეთი ნავსადგურებს არ გაუხსნის კიპროსს, რომლის ბერძნული ნაწილის სახელმწიფოებრიობასაც ანკარა არ სცნობს.
XS
SM
MD
LG