Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო წინადადება ირანთან


აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო წინადადება ირანთან და სირიასთან უპირობო მოლაპარაკების დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო წინადადება ირანთან და სირიასთან უპირობო მოლაპარაკების დაწყების შესახებ
ეს განცხადება მოჰყვა ერაყის საკითხის შემსწავლელი გავლენიანი კომისიის ანგარიშის, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშის ავტორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ირანთან და სირიასთან დიალოგის დაწყებას, ერაყში ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად. ჯორჯ ბუშმა გაიმეორა ადრე არაერთხელ გამოთქმული მოთხოვნა, რომ ირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ხოლო სირიამ შეწყვიტოს ლიბანის დესტაბილიზაცია - ვიდრე აშშ დაიწყებდეს მათთან მოლაპარაკებას. ამ საკითხებს ჯორჯ ბუში შეეხო პრეს-კონფერენციაზე ვაშინგტონში, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის ვიზიტი მიმდინარეობს. ამასთან ბუშმა და ბლერმა აღიარეს ერაყის კონფლიქტისადმი ახლებური მიდგომის საჭიროება.
XS
SM
MD
LG