Accessibility links

logo-print

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება რუს ბიზნესმენ


ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება რუს ბიზნესმენ დმიტრი კოვტუნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება რუს ბიზნესმენ დმიტრი კოვტუნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კოვტუნის სახელი უკავშირდება ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმეს: კოვტუნი მას ლონდონში, ლიტვინენკოს მოწამვლის დღეს, 1 ნოემბერს შეხვდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რომელშიც ამ ინფორმაციის წყაროს ვინაობა არ არის გამხელილი, ნათქვამია, რომ საავადმყოფოში მოთავსებული კოვტუნის მდგომარეობა მძიმეა - ამ ინფორმაციით, კოვტუნი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ის რუსმა და ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაკითხეს. მეორე მხრივ, დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ანდრეი რომაშოვი - ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფიგურის, ანდრეი ლუგოვოის ვექილი - ირწმუნება, რომ კოვტუნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ კოვტუნს რადიაციული მოწამვლის ნიშნები აღმოუჩინეს. ლიტვინენკოს სიცოცხლე კი სწორედ რადიაციულმა მოწამვლამ შეიწირა. ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. დღეს ლიტვინენკო ლონდონში დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG