Accessibility links

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც


აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის ინდოეთისთვის

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის ინდოეთისთვის
სამოქალაქო სფეროში გამოსაყენებელი ბირთვული საწვავის და ტექნოლოგიის მიყიდვას. სენატი დღეს დილას მიემხრო კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში პარასკევს დაამტკიცეს. მას ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს გადასცემენ. ახალი ზომის შესაბამისად, აშშ ინდოეთს შესთავაზებს ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას - პირველად 30 წლის მანძილზე. საპასუხოდ, ინდოეთმა უცხოელი ექსპერტები უნდა შეუშვას თავის ბირთვულ რეაქტორებზე. ვიდრე ინდოეთთან შეთანხმება ძალაში შევა, საჭიროა მისი მოწონება გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოსა და ბირთვული ენერგიით მომმარაგებელი ჯგუფის მიერ.
XS
SM
MD
LG