Accessibility links

გერმანიის პოლიციამ რადიოაქტიური დაბინძურების კვალს


გერმანიის პოლიციამ რადიოაქტიური დაბინძურების კვალს მიაგნო ორ ადგილას:

გერმანიის პოლიციამ რადიოაქტიური დაბინძურების კვალს მიაგნო ორ ადგილას:
ჰამბურგში და ამ ქალაქის მახლობლად, რაც, როგორც ვარაუდობენ, კავშირშია რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სახელთან დაკავშირებულ მოვლენებთან. ლიტვინენკოს 1 ნოემბერს - როგორც ვარაუდობენ, რადიოაქტიურ ნივთიერება პოლონიუმ 210-ით მისი მოწამვლის დღეს, ლონდონში შეხვდა რამდენიმე რუსი. ერთ-ერთი მათგანი იყო დმიტრი კოვტუნი. გერმანიის პოლიციის ცნობით, რადიაცის კვალს მიაგნეს ჰამბურგის ბინაში, რომელიც კოვტუნის ყოფილ ცოლს ეკუთვნის და კოვტუნის ყოფილი სიდედრის ბინაში ჰამბურგთან. ამასთან, პოლონიუმ 210-ის კვალი ვერ აღმოაჩინეს თვით კოვტუნის ბინაში - ჰამბურგში. ფიქრობენ, რომ კოვტუნი ჰამბურგიდან ჩაფრინდა ლონდონში - ჯერ არ არის ნათელი, დაბრუნდა თუ არა ჰამბურგში ლიტვინენკოსთან შეხვედრის შემდეგ. ამჟამად კოვტუნს მოსკოვში მკურნალობენ რადიოაქტიურ მოწამვლასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG