Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს


ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს აცნობენ ირანის შესახებ რეზოლუციის შეცვლილ პროექტს,

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს აცნობენ ირანის შესახებ რეზოლუციის შეცვლილ პროექტს,
რომელიც ითვალისწინებს სანქციებს, თუ ირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე. როგორც იუწყებიან, რეზოლუციის პროექტი მოიცავს ბირთვულ პროგრამასთან და რაკეტების წარმოებასთან დაკავშირებული იმ მასალებისა და ტექნოლოგიის სიას, რომელთა შესყიდვაც ირანს უნდა აეკრძალოს. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთის მხარის მხარდაჭერაც იქნეს განაღდებული, რეზოლუციის პროექტში არ ახსენებენ ბუშერის ბირთვულ რეაქტორს, რომელსაც ირანში რუსეთი აშენებს.
XS
SM
MD
LG