Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში მილიციამ დააკავა ადამიანის უფლებების


მინსკში მილიციამ დააკავა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არასანქციონირებული აქციის 20-ზე მეტი მონაწილე.

მინსკში მილიციამ დააკავა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არასანქციონირებული აქციის 20-ზე მეტი მონაწილე.
ინტერფაქსის ცნობით, დაკავებულთა შორის არის გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ხელმძღვანელი ანატოლი ლებედკო. ოქტომბრის მოედანზე გამართულ აქციაზე გამოვიდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ პროტესტის ნიშნად. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუხატეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრ კოზულინს, რომელიც 20 ოქტომბრიდან მოყოლებული შიმშილობს ვიტებსკის კოლონიაში და, ნათესავების თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG