Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს სულ ცოტა 26


ერაყში დღეს სულ ცოტა 26 ადამიანი იქნა მოკლული.

ერაყში დღეს სულ ცოტა 26 ადამიანი იქნა მოკლული.
ბაღდადში შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა ორ სახლს, რომლებშიც შიიტური ოჯახები ცხოვრობდნენ. წუხელ ბაღდადის სხვა რაიონში შეიარაღებულმა შიიტებმა თავდასხმა განახორციელეს სუნიტურ ოჯახებზე და მოკლეს ორი ადამიანი და დანარჩენები აიძულეს, გაქცეულიყვნენ. დღესვე ბაღდადის ჩრდილოეთით იპოვეს 17 გვამი, მათგან სამი - თავმოჭრილი. ბაღდადის დასავლეთ ნაწილში მოკლეს პოლიციის ოფიცერი. ქალაქ თიქრითში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხსასროლი იარაღით მოკლეს დაცვის თანამშრომელი. კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს ქალაქ ქირქუქში. ბაღდადში წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა დონალდ რამსფელდი, რომელიც ტოვებს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. იგი შეხვდა ამერიკის ჯარისკაცებს, რათა მათთვის მადლიერება გამოეხატა გაწეული სამსახურისთვის.
XS
SM
MD
LG