Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რადიოაქტიური


გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რადიოაქტიური ნივთიერება,

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რადიოაქტიური ნივთიერება,
რომელიც ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებული გამოძიების მსვლელობაში აღმოჩნდა ჰამბურგში, ნამდვილად პოლონიუმი 210-ია. როგორც ჩანს, ამ ნივთიერებით იქნა მოწამლული ლიტვინენკო ლონდონში, პირველ ნოემბერს, რის შემდეგაც იგი მალე გარდაიცვალა. რადიაციის კვალი ჰამბურგში იქნა აღმოჩენილი რუსი ბიზნესმენის, დმიტრი კოვტუნის ყოფილი მეუღლისა და მისი დედის ბინებში.
კოვტუნი ლიტვინენკოს იმ დღეს შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი იქნა მოწამლული. ზოგიერთი ცნობით, თავად კოვტუნი ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. მასაც მოეპოვება რადიოაქტიური დაავადების სიმპომები.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალესქანდრ ლიტვინენკოს ცოლმა ბრიტანეთის პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მეუღლის მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი. მოსკოვმა არაერთხელ უარყო ამ საქმესთან რაიმე კავშირი.
XS
SM
MD
LG