Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილედან მიღებული ცნობების თანახმად, გარდაიცვალა


ჩილედან მიღებული ცნობების თანახმად, გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყოფილი დიქტატორი

ჩილედან მიღებული ცნობების თანახმად, გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყოფილი დიქტატორი
აუგუსტო პინოჩეტი. ჩილეს ტელევიზიის ცნობით, 91 წლის პინოჩეტი დღეს გარდაიცვალა გულის შეტევის შედეგად, რომელიც ერთი კვირის წინ დაემართა. სამხრეთი ამერიკის ამ ქვეყანას პინოჩეტი 1973-1990 წლებში მართავდა და სიცოცხლის ბოლო წლებში გამუდმებით უხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებებზე პასუხის გაცემა. პინოჩეტი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, 3 დეკემბერს წაიყვანეს საავადმყოფოში. აუგუსტო პინოჩეტი ხელისუფლებაში მოვიდა 1973 წელს მას მერე, რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოგდებულ ქნა დემოკრატიულად არჩეული მარქსისტი პრეზიდენტი, სალვადორ ალიენდე. გასულ თვეში პინოჩეტმა საკუთარ თავზე აიღო "პოლიტიკური პასუხისმგებლობა" მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილისთვის.
XS
SM
MD
LG