Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ უკუაგდო


ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ უკუაგდო ამერიკელ ექსპერტთა რეკომენდაციები.

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ უკუაგდო ამერიკელ ექსპერტთა რეკომენდაციები.
რეკომენდაციები მოამზადა ერაყის საკითხთა შემსწავლელმა ჯგუფმა, რომელიც კრიტიკულად აფასებს ერაყთან მიმართებით შეერთებული შტატების პოლიტიკას. ჯგუფს შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და დემოკრატი კანონმდებელი ლი ჰამილტონი უდგანან სათავეში. "ჩემის აზრით, ბეიკერ-ჰამილტონის ანგარიში არ არის ობიექტური და სამართლიანი. იგი შეიცავს რამდენიმე ძალიან სახიფათო პუნქტს, რომლებიც ძირს უთხრის ერაყის სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას. იგი უწინააღმდეგება ერაყელი ხალხის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ," განაცხადა თალაბანიმ.
XS
SM
MD
LG