Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე


საქართველო ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება.

საქართველო ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება.
ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილება ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიღების სხვადასხვა ვარიანტი. უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მოლაპარაკებები გაგრძელდება ირანთანაც იმ შემთხვევაში თუ საქართველო საკმარის რაოდენობას აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ვერ მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG