Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში გუბერნატორის


ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში გუბერნატორის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა.

ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში გუბერნატორის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა.
თვითმკვლელმა დაცულ ზონაში შეაღწია და თავი აიფეთქა. დაიღუპა ორი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. სულ ცოტა 8 ადამიანი დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, გუბერნატორი მოჰამად დაუდი არ დაშავებულა. პროვინცია ჰოსტში კოალიციის ჯარების რეიდის დროს მოკლულია ოთხი ადამიანი, სავარაუდოდ - თალიბანის წევრები. დაიღუპა 13 წლის გოგონა. კოალიციის ჯარები მეამბოხეებს სამოქალაქო პირთა ცოცხალ ფარად გამოყენებაში სდებენ ბრალს. დღეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ ის პაკისტანის მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას ავღანეთში მზარდი ძალადობისთვის.
XS
SM
MD
LG