Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ჰოლოკოსტის


თეირანში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ჰოლოკოსტის შესახებ.

თეირანში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ჰოლოკოსტის შესახებ.
შეხვედრის მონაწილენი ეჭვქვეშ აყენებენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ ექვსი მილიონი ებრაელის გაჟლეტის ფაქტს. ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი მოხოლოდ და მხოლოდ მითია. საერთაშორისო თანამეგობრობამ კატეგორიულად დაგმო კონფერენციის ჩატარება. "კონფერენცია, რომელიც იმის გამოსაცხადებლად იქნა მოწვეული, რომ ექვსი მილიონი ადამიანი არ დაუხოცავთ - უბრალოდ საშინელია. ამასთან, თეირანი ღიად ამბობს, რომ ისრაელი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. არ შეიძლება, ყოველივე ამან შეშფოთება არ გამოიწვიოს ყოველ ადამიანში," განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა.

XS
SM
MD
LG