Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უსამართლო უწოდა ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უსამართლო უწოდა ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას
, შეანელონ თურქეთთან მოლაპარაკება კავშირში გაწევრიანების თაობაზე. ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაწევრიანების თაობაზე თურქეთთან მოლაპარაკებების 35-პუნქტიანი ქარტიიდან 8 ამოღებულ იქნეს ანკარის დასასჯელად. ევროკავშირი აცხადებს, რომ თურქეთმა არ შეასრულა დანაპირები და არ დაიწყო კავშირის წევრ კვიპროსთან ურთიერთობების გაუმჯობესება. თურქეთი არ ცნობს კვიპროსის ბერძნულ მთავრობას.
XS
SM
MD
LG