Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო, როცა ისრაელი "განადგურდება", როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი განადგურდა.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო, როცა ისრაელი "განადგურდება", როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი განადგურდა.
ამ განცხადებით აჰმადინეჟადი გამოვიდა კონფერენციაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ჰოლოკოსტს. [აჰმადინეჟადის ხმა] “მინდა დასავლეთის ქვეყნებს ვუთხრა, რომ5 როგორც საბჭოთა კავშირი მოისპო და აღარ არსებობს, ისე სიონისტური რეჟიმიც მალე განადგურდება და კაცობრიობა გათავისუფლდება”. აჰმადინეჟადის ეს განცხადება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო კრიტიკულ რეაქციას გამოიწვევს დასავლეთში, რომელიც აღშფოთებას გამოთქვამს თეირანში მიმდინარე კონფერენციის გამო. მასზე შეკრებილი არიან ჰოლოკოსტის უარმყოფელი ამერიკელი და ევროპელი მოღვაწეებიც. ირანი არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG