Accessibility links

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა დღეს პარიზში დახურულ სხდომაზე მოისმინა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა დღეს პარიზში დახურულ სხდომაზე მოისმინა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხზე უნგრელი მატიას ერშისა და ბელგიელი ლუკ ვან დენ ბრანდეს მიერ მომზადებული მოხსენება. დღევანდელი განხილვის შედეგად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის საკითხზე მომზადებული დოკუმენტის განხილვა შევიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიის დღის წესრიგში. ერშისა და ვან დენ ბრანდეს მიერ შემუშავებული დოკუმენტი ჯერჯერობით მედიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას აცნობეს, დასკვნა ობიექტურად ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სირთულეებს. საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის იანვრის სესიაზე გატანასთან დაკავშირებით საპარლამენტო ასამბლეის ბიურო მიიღებს.
XS
SM
MD
LG