Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციამ დღეს პრინცესა დაიანას


ბრიტანეთის პოლიციამ დღეს პრინცესა დაიანას სიკვდილის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.

ბრიტანეთის პოლიციამ დღეს პრინცესა დაიანას სიკვდილის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.
გამოძიება საბოლოოდ ადასტურებს, რომ პრინცესა განზრახ მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა - და ის პარიზში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯონ სტივენსის თქმით, სამწლიანი გამოძიების პროცესში პოლიციისათვის ინფორმაციის მოპოვებაში ხელი არავის შეუშლია: [სტივენსის ხმა]: ”ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დავასკვენით, რომ მანქანის რომელიმე მგზავრის მოკვლის განზრახვა არ ყოფილა. საქმე გვაქვს ტრაგიკულ ავარიასთან”. გამოძიება უსაფუძვლოს უწოდებს პრინცესა დაიანას სიკვდილის ირგვლივ არსებულ შეთქმულების თეორიებს.
XS
SM
MD
LG