Accessibility links

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარული


დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართა,

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართა,
სადაც გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა, სამხრეთ კორეელმა დიპლომატმა, ბან კი მუნმა, საზეიმო ფიცი დადო. სხდომაზე გაიხსენეს კოფი ანანის მოღვაწეობის ისტორიაც - განელი დიპლომატი გაეროს უკვე ათი წელია სათავეში უდგას. ბან კი მუნი გაეროს გენერალური მდივნის პოსტს ოფიციალურად 1 იანვარს გადაიბარებს. სხდომაზე წარმოთქმულ საზეიმო სიტყვაში მან გაეროში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი: [ბან კი მუნის ხმა]: ”გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნისას ვაპირებ ჩემი კოლეგების ნიჭისა და უნარების ჯეროვან დაფასებას, და მათი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენებას. ვეცდები ჩვენი სისტემა გავაუმჯობესო ადამიანური რესურსების, მენეჯმენტის და საერთო განვითარების კუთხით, და წვრთნისა და გადაადგილების შესაძლებლობები შევქმნა”.
XS
SM
MD
LG