Accessibility links

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის განაწილების კვოტასთან


შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის განაწილების კვოტასთან დაკავშირებული

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის განაწილების კვოტასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილება ხვალ გაფორმდება - ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, ასეთი განცხადებით საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალურმა დირექტორი, ალეკო ხეთაგური გამოვიდა. დღეს ბაქოში გაიმართა საექსპერტო შეხვედრა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. კონსულტაციის შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რა მოცულობის აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს საქართველო მომავალი წლიდან. ენერგეტიკის მინისტრ ნიკა გილაურის წინასწარი მონაცემებით, თურქეთი მზად არის საკუთარი კვოტიდან საქართველოს 800 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაუნაწილოს.
XS
SM
MD
LG