Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის ქალაქ


მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მომხდარ ავიაკატასტროფაში

მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მომხდარ ავიაკატასტროფაში
დაღუპულთა ოჯახის წევრები მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. დახმარების ოდენობა დღეს 150 ათასი რუბლით განსაზღვრა საგანგებო საბჭომ, რომელიც დაზარალებულთა დახმარების საკითხებს განიხილავს. ივლისში ავიაკომპანია "სიბირის" კუთვნილი A-310-ის ტიპის თვითმფრინავი დასაჯდომ ბილიკს აცდა, გარაჟებს დაეჯახა და აალდა. 203 ადამიანიდან 124 დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომა იყო.
XS
SM
MD
LG