Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ღაზაში "ჰამასის" მმართველი მოძრაობის


ქალაქ ღაზაში "ჰამასის" მმართველი მოძრაობის ათიათასობით მომხრემ მიტინგი გამართა

ქალაქ ღაზაში "ჰამასის" მმართველი მოძრაობის ათიათასობით მომხრემ მიტინგი გამართა
და მხარდაჭერა გამოუხატა პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრსა და "ჰამასის" ლიდერს, ისმაილ ჰანიას. დღესვე, ღაზის სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, შეტაკებები მოხდა "ჰამასის" მომხრეებსა და "ფათაჰის" პარტიის მხარდამჭერებს შორის. კონფლიქტი განსაკუთრებით გამწვავდა გუშინდელი მოვლენების შემდეგ: ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე, როცა საზღვარი ისმაილ ჰანიას უნდა გადაეკვეთა, ატყდა სროლა. დაიღუპა ჰანიას პირადი მცველი, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პრემიერის ვაჟი. ჰანიამ თავდასხმის მოწყობაში "ფათაჰის" პარტია და მისი ხელმძღვანელი, მაჰმუდ აბასი დაადანაშაულა და განაცხადა: [ისმაილ ჰანიას ხმა] "პალესტინელთა მთავრობა, რა თქმა უნდა, არ აპირებს გაჩუმებას იმაზე, რაც მოხდა. ყველაფერს გავარკვევთ. ჩვენ უკვე მოგვეპოვება ინფორმაცია იმ ხალხზე, ვინც ეს თავდასხმა დაგეგმა."
XS
SM
MD
LG