Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა


შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა,

შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა,
ჯებ ბუშმა, სიკვდილით დასჯის განაჩენების სისრულეში მოყვანის შეჩერების ბრძანება გასცა. ამის მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულებისას დაშვებული შეცდომა გახდა. ციხის ექიმების შეცდომის გამო, სიკვდილმისჯილი, რომელსაც სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, 34 წუთის განმავლობაში კვდებოდა. პარალელურად, სივკდილით დასჯის საკითხი კალიფორნიაშიც აქტუალური გახდა - იქ ფედერალურმა მოსამართლემ სიკვილით დასჯაზე უკვე გამოცხადებულ მორატორიუმს ვადა გაუგრძელა, და განაცხადა, რომ სასიკვდილო ინიექციების მეთოდი არღვევს კონსტიტუციას, რომელიც სასტიკი სახის სასჯელს კრძალავს.
XS
SM
MD
LG