Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს საქართველოსთვის სანქციები არ დაუწესებია;


რუსეთს საქართველოსთვის სანქციები არ დაუწესებია; სატრანსპორტო და სავაჭრო ბლოკადა

რუსეთს საქართველოსთვის სანქციები არ დაუწესებია; სატრანსპორტო და სავაჭრო ბლოკადა
კი კომერციული თვალსაზრისით გამართლებული იყო - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი ივანოვი. მინისტრი ამ განცხადებებით პარასკევს, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა. საქართველოს ავიახაზებს ”ჩვენი დავალიანება აქვთ. თუ გადაგვიხდიან, ფრენა განახლდება” - განაცხადა ივანოვმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართულ ღვინოზე დაწესებული აკრძალვა იმით იყო განპირობებული, რომ, მისი თქმით, ღვინო, რომელიც რუსეთში საქართველოს შეჰქონდა, სინამდვილეში სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული. ”მათ რუსეთში ღვინის ისეთი რაოდენობა შემოჰქონდათ, რომელიც სამჯერ აჭარბებდა მათ წარმოებას” - განაცხადა ივანოვმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველო ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში ომის დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG