Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბის მმართველი კომუნისტური პარტიის გაზეთ


კუბის მმართველი კომუნისტური პარტიის გაზეთ ”გრანმას” ცნობით,

კუბის მმართველი კომუნისტური პარტიის გაზეთ ”გრანმას” ცნობით,
პრეზიდენტმა ფიდელ კასტრომ კუბის მთავრობის სხდომაში მონაწილეობა ტელეფონის საშუალებით მიიღო. ქვეყნის სათავეში ოთხ ათწლეულზე მეტხანს მდგარი კასტრო ხელისუფლებიდან დროებით ივლისში წავიდა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით. მისი ავადმყოფობის ირგვლივ არაერთი ხმა ვრცელდება. პარასკევს კასტროს მოკავშირემ, ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა, უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ კუბის ლიდერს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. თუმცა, ჩავესის თქმით, კასტრო მართლაც ებრძვის სერიოზულ დაავადებას. პარალელურად, ქვეყნის კომუნისტურ მთავრობასთან დიალოგის დაწყების იმედით კუბაზე ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია ჩავიდა. ამ წინადადებით ვაშინგტონს რაულ კასტრომ მიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კუბის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
XS
SM
MD
LG