Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, განაცხადა


პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, განაცხადა, რომ ვადაზე ადრე

პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, განაცხადა, რომ ვადაზე ადრე
აწესებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამართვას. აბასმა ეს განცხადება დასავლეთის სანაპიროს ქალაქ რამალაში, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში გააკეთა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება პალესტინელთა ტერიტორიაზე შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ისახავს მიზნად - იქ ერთმანეთს ორი პოლიტიკური ძალა, ”ჰამასი” და პრეზიდენტის ერთგული ”ფათაჰი” დაუპირისპირდა. ”ჰამასის” მეთაურობით შექმნილმა მთავრობამ აბასის მოწოდება დაუყოვნებლივ უარყო, და ამას პალესტინელი ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამ განცხადებებს ”ჰამასის” მომხრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. ღაზის სექტორში ”ჰამასისა” და ”ფათაჰის” ძალებს შორის სროლაც იყო.
XS
SM
MD
LG