Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ
განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ვადამდე არჩევნებში. ჰანიამ წამქეზებლური უწოდა პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მოწოდებას ვადამდელი არჩევნების თაობაზე. მანვე თქვა, რომ ავტონომიის მთავრობა თვლის, რომ ამგვარი არჩევნები არაკონსტიტუციური იქნებოდა და პალესტინელთა შორის დაძაბულობას გააღვივებდა. პალესტინელთა ავტონომიის მმართველი ორგანიზაციის, “ჰამასის” წევრის, ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაჰმუდ ალზაგარის ესკორტს დღეს ცეცხლი გაუხსნეს უცნობმა პირებმა. ეს ინციდენტი მოჰყვა ღაზის სექტორში პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის მაჰმუდ აბასის დაცვის ბანაკზე თავდასხმას. იქ ერთი მცველი მოკლეს, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. გუშინ “ჰამასისა” და “ფათაჰის” პარტიის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. ერთი პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG