Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი მომავალ კვირებში ავღანეთიდან გაიყვანს


საფრანგეთი მომავალ კვირებში ავღანეთიდან გაიყვანს თავის საგანგებო დანიშნულების ნაწილს.

საფრანგეთი მომავალ კვირებში ავღანეთიდან გაიყვანს თავის საგანგებო დანიშნულების ნაწილს.
ამის შესახებ ქაბულში განაცხადა სტუმრად მყოფმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიშელ ალიო-მარიმ. საგანგებო დანიშულების ფრანგული ნაწილი ავღანეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ჯალალაბადშია განთავსებული. სულ ავღანეთში საფრანგეთს 2000 სამხედრო ჰყავს. ავღანეთის აღმოსავლეთში თვითმკვლელმა დღეს ერთი ავღანელი მოქალაქე შეიწირა და ორი დაჭრა, ნატოს კონვოის აფეთქების მცდელობისას, პაკისტანის საზღვრისპირა რაიონში.
XS
SM
MD
LG