Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ შხამით


ავღანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ შხამით მოწამლავს ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციებს,

ავღანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ შხამით მოწამლავს ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციებს,
თუკი არ მოხერხდა ამ კულტურის უკანონო მოყვანის შეჩერება. ნარკოტიკებთან ბრძოლის მინისტრმა ჰაბიბულა ყადერიმ თქვა, რომ ქაბულმა პრინციპში თანხმობა განაცხადა პლანტაციების მოწამვლაზე, თუკი ეს საჭირო გახდა. მას არ დაუზუსტებია, როდის აპირებენ მოწამვლის დაწყებას. იქვე მან თქვა, რომ მთავრობა პლანტაციების ჰაერიდან მოწამვლას უარყოფს. ავღანეთმა წელს 6100 ტონა ჰეროინის ნედლეული - ოპიუმი, აწარმოა. ეს მსოფლიოში უკანონო ნარკოტიკების 90 პროცენტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG