Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ტერიტორიაზე ღაზის სექტორში, სავარაუდოდ


პალესტინელთა ტერიტორიაზე ღაზის სექტორში, სავარაუდოდ ჰამასის გაერიანების წევრმა მოკლა

პალესტინელთა ტერიტორიაზე ღაზის სექტორში, სავარაუდოდ ჰამასის გაერიანების წევრმა მოკლა
ფათაჰის მომხრე. ეს იყო ბოლო მსხვერპლი დაპირისპირებისა, რომელიც ორ ჯგუფს შორის გაჩნდა მას მერე, რაც პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა 16 დეკემბერს ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდება გამოთქვა. მაჰმუდ აბასმა ვიზიტად მყოფ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს დღეს განუცხადა, რომ ის ესწრაფის, განახორციელოს თივისი გეგმა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პალესტინელთა ტერიტორიაზე ფრაქციებს შორის დაპირისპირების მიუხედავად . აბასმა განაცხადა აგრეთვე, რომ ისრაელთან, მისივე სიტყვებით “სერიოზული მოლაპარაკება” და პრემიერ იეჰუდ ოლმერტთან შეხვედრა სურს. მან მიმართა ბლერს თხოვნით, დახმარება გაუწიოს როგორც მან თქვა, “ეკონომიკური ალყის” დასრულების საქმეში.
XS
SM
MD
LG