Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში მიმდინარეობს ექვსმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილო


პეკინში მიმდინარეობს ექვსმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე.

პეკინში მიმდინარეობს ექვსმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე.
კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოლაპარაკებები ერთი წლის წინ დატოვა. მოლაპარაკებებში ჩრდილო კორეის გარდა მონაწილეობენ შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და სამხრეთი კორეა. დღეს პეკინში გაიმართა პირველი ორმხრივი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ჩრდილო კორეას შორის. შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელის, ქრისტოფერ ჰილის თქმით, ამერიკამ კვლა გაიმეორა თავისი პოზიცია ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში. "ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ შევეგუებით მათ ბირთვულ იარაღს. არცერთი ქვეყანა არ შეეგუება იმას, რომ ჩრდილო კორეას ბირთვული იარაღი შეიძლება ჰქონდეს. ჩრდილო კორეას ესაჭიროება სკოლები, საავადმყოფოები, გზები, აეროპორტები. ბევრი რამ ესაჭიროებათ. ესაჭიროებათ სურსათი. ელექტროდენი. ბირთვული იარაღი არ ესაჭიროებათ," თქვა ქრისტოფერ ჰილმა.

XS
SM
MD
LG