Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა


ლიბიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ხუთ ბულგარელ მედდას და პალესტინელ ექიმს.

ლიბიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ხუთ ბულგარელ მედდას და პალესტინელ ექიმს.
მათ ბრალი ედებათ ადგილობრივ საავადმყოფოში ასობით ბავშვის შიდსით განზრახ დაავადებაში. ბრალდებულთა ვექილები ლიბიის უზენაეს სასამართლოში აპელაციის შეტანას აპირებენ. განაჩენმა აღშფოთება გამოიწვია საზღვარგარეთ. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ უცხოელ მედიკოსებს უბრალოდ გადააბრალეს საავადმყოფოებში არსებული აუტანელი მდგომარეობა. მედიკოსები 7 წლის მანძილზე იმყოფებიან პატიმრობაში. პირველი სასიკვდილო განაჩენი 2004 წლის მაისში გამოიტანეს, მაგრამ ლიბიის უზენაესმა სასამართლომ ახალი გამოძიების განკარგულება გასცა.
XS
SM
MD
LG