Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი გააკრიტიკა იმის გამო,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი გააკრიტიკა იმის გამო,
რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტით ცდილობს, დასაჯოს ირანი მისი ბირთვული პროგრამის გამო.
როგორც ლავროვმა აღნიშნა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მოსკოვი არ ეთანხმება რამდენიმე შეზღუდვას, რომელსაც რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს, მათ შორის ეწინააღმდეგება ზოგი ირანელი ოფიციალური პირისთვის უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვას. გაეროს რეზოლუციის პროექტი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ წარუდგინეს გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრს, მაგრამ კენჭისყრის თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა რუსეთთან და ჩინეთთან უთანხმოების გამო.
XS
SM
MD
LG