Accessibility links

logo-print

თურქეთში გრძელდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ


თურქეთში გრძელდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.

თურქეთში გრძელდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკების შედეგს სტამბულში ხვალ გამოაცხადებენ, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ერდოანთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ. როგორც ჟურნალისტებს უთხრა თურქეთში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკა გილაურმა, გაზის მიწოდების საკითხებზე აზერბაიჯანთან ერთსულოვნება უკვე მიღწეულია, თითქმის გადაწყვეტილია ფასის საკითხიც, მაგრამ მოლაპარაკების საბოლოო დეტალები თურქეთის პრემიერ-მინისტრთან უნდა შეათანხმონ. იუწყებიან აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანკარის დიპლომატიურ უბანში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნა.
XS
SM
MD
LG