Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრა
და მას კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდა. სერგეი ლავროვმა გამოთქვა შეშფოთება რუსი მშვიდობისდამცველების წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “მუდმივი პროვოკაციების" გამო. ლავროვის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გაუმჯობესება ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი, რადგან ქართულ მხარეს "არ გადაუდგამს რეალური ნაბიჯები" დაძაბულობის განსამუხტად. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ლიდერები ცდილობენ დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზებას იმის მომიზეზებით, თითქოს რუსეთი აგრესიისთვის ემზადებოდეს. იქვე ლავროვმა ქართულ მხარეს ანტირუსული პოლიტიკის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG