Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ-ს შესაძლოა


ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ-ს შესაძლოა სამხედრო ძალების გაზრდა დასჭირდეს, ნაწილობრივ, ერაყში მიმდინარე ომის გამო.

ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ-ს შესაძლოა სამხედრო ძალების გაზრდა დასჭირდეს, ნაწილობრივ, ერაყში მიმდინარე ომის გამო.
ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ განიხილავს ერაყის ომის სტრატეგიის ვარიანტებს. მისივე თქმით, ჯერ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის გაზრდის შესახებ. [ჯორჯ ბუშის ხმა] “მოვალე ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი სამხედროები საკმარისი ძალით საიმისოდ, რომ თავი გაართვან ომს საკმარისი ხნით და შეასრულონ მრავალი ამოცანა, რომელთაც მათ ვავალებთ. ვფიქრობ, გვჭირდება როგორც აშშ-ის არმიის, ისე აშშ-ის საზღვაო ქვეითების შემადგენლობის რიცხვის გაზრდა. მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტს, დაადგინოს, როგორ შეიძლება ეს მოხდეს და შეძლებისდაგვარად მალე წარმომიდგინოს ანგარიში ამ საკითხზე”. ჯორჯ ბუშმა დასძინა, რომ ერაყში ომი “რთულ არჩევანთა გაკეთებას და დამატებით მსხვერპლს” მოითხოვს 2007 წელს.
XS
SM
MD
LG