Accessibility links

მოლდავეთმა "გაზპრომთან" მიაღწია შეთანხმებას 2007


მოლდავეთმა "გაზპრომთან" მიაღწია შეთანხმებას 2007 წელს გაზის შეღავათიან ფასში ყიდვის შესახებ.

მოლდავეთმა "გაზპრომთან" მიაღწია შეთანხმებას 2007 წელს გაზის შეღავათიან ფასში ყიდვის შესახებ.
ამ საკითხზე მოლდავეთის პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის განცხადებით, მისი ქვეყანა 1000 კუბურ მეტრ გაზს რუსეთის მონოპოლისტ კომპანია "გაზპრომისაგან" 170 დოლარად იყიდის, რაც ნიშნავს, რომ ფასი, მიმდინარე წელთან შედარებით, სულ 10 დოლარით იზრდება. დღესვე მოლდავეთის მთავრობამ ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრ იგორ დოდონს ნება დართო, მხარი დაუჭიროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. დღესვე მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მას "პრო-ევროპული" უწოდა ევროკავშირთან მიმართებით, მაგრამ "სრულიად ნეიტრალური" ნატოსთან დამოკიდებულებაში. როგორც ვორონინმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ნეიტრალიტეტს მოლდავეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG