Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თურქეთში


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თურქეთში ვიზიტს განაგრძობს.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თურქეთში ვიზიტს განაგრძობს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, რეჯეპ ერდოანთან საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხებზე გამართული მოლაპარაკების შემდეგ, სააკაშვილმა, ჟურნალისტებისთვის რამდენიმე განცხადება გააკეთა. სააკაშვილი ამბობს, რომ მთლიანობაში ”ოპტიმისტურად არის განწყობილი”, და საქართველოსთვის გაზის წყაროთა დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, მთავარი აქცენტი კვლავ აზერბაიჯანზე, შაჰ-დენიზის საბადოზე კეთდება, თუმცა საქართველოს მთავრობა სხვა წყაროებზეც მუშაობს. გაზის ფასის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა: [სააკაშვილის ხმა]: ”მთლიანობაში, მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასი იზრდება. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ნაკლებად გადატყდეს ეს თითოეულ ქართულ ოჯახზე, იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს საქართველოში თითოეულ ოჯახს. ამაზეც მთავრობას აქვს მიცემული დავალებები - იმუშაონ კომერციულ დონეზე, ტექნიკურ დონეზე, მაქსიმალურად საინტერესო შუალედური ვარიანტის მოპოვებისთვის, იმისათვის, რომ გადასვლა იყოს მაქსიმალურად ნაკლებად მტკივნეული”. სააკაშვილს შაჰდენიზის გაზის საფასური არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG