Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა
დღეს გამართულ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეთანხმებას მიაღწიეს "მაუწყებელთა შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია" დაეთანხმა უმრავლესობის წევრის გიგა ბოკერიას მიერ მომზადებულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" შესახებ ნორმატიული აქტის მიღება 2007 წლის აპრილამდე გადაუვადდა. ამის შემდეგ კი, 6 თვის განმავლობაში, თვითრეგულირების დოკუმენტი მაუწყებლებმა თავად უნდა შეიმუშაონ. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დოკუმენტი იქნება ერთიანი, თუმცა მუხლების იმპლემენტაცია მაუწყებლებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ.
XS
SM
MD
LG