Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის


საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით,

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით,
არსებობს სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების დარღვევის უამრავი ფაქტი. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში სუბარმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისი უყურადღებოდ არ ტოვებს საკუთრების უფლების დარღვევის არც ერთ ფაქტს. [სოზარ სუბარის ხმა] "მოხსენებაში, რომელიც ოქტომბერში შევიდა [პარლამენტში], ძალიან ბევრი ფაქტი არის შესუხი, რომელიც კერძო საკუთრების უფლების დარღვევას ეხება. მით უმეტეს ბოლო დღეებში, ანუ მოხსენების შემდეგ რაც მოხდა, ყველა ამ საქმეს ჩვენ ვსწავლობთ." სახალხო დამცველის 2006 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენა პარლამენტმა მომავალი წლისთვის გადადო. სუბარის თქმით, უმრავლესობის მხრიდან ამ მოხსენების განხილვის სურვილი, როგორც ჩანს, დიდი არ იყო. სახალხო დამცველის მონაცემებით, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები 2004 წლიდან გახშირდა.
XS
SM
MD
LG