Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი წლიდან საქართველო 110-ის ნაცვლად


მომავალი წლიდან საქართველო 110-ის ნაცვლად 235 დოლარს გადაუხდის რუსეთის კომპანია "გაზპრომს"

მომავალი წლიდან საქართველო 110-ის ნაცვლად 235 დოლარს გადაუხდის რუსეთის კომპანია "გაზპრომს"
ყოველი ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირისთვის. "გაზპრომის" გამგეობის წევრის ალექსანდრ მედვედევის თქმით, საქართველო რუსეთისგან 2007 წლის მანძილზე 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. [ალექსანდრ მედვედევის ხმა] "დღეს გავაფორმეთ სამი კონტრაქტი საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ. ფასი 235 დოლარით განისაზღვრა და მას საქართველოს სამი ძირითადი მომხმარებელი მიიღებს." მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა "გაზპრომის" პრესმდივანმა სერგეი კუპრიანოვმაც: [სერგეი კუპრიანოვის ხმა] "პოლიტიკოსების არაერთი განცხადების მიუხედავად, თითქოს "გაზპრომის" მიერ მომავალი წლისთვის შეთავაზებული ფასი დაუსაბუთებელი, გაზვიადებული ან პოლიტიზებული იყოს, ეკონომიკურმა და საღმა აზრმა გაიმარჯვა და კომერციულმა კომპანიებმა კონტრაქტებს ხელი მოაწერეს." საღამოს თბილისში საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომლის თქმით, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიღება ტექნიკური სირთულეების გამო რამდენიმე კვირით ფერხდება. [ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ჩვენი სტრატეგიული არჩევანი კვლავ იგივეა და როგორც კი ჭაბურღილზე მოგვარდება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ დავიწყებთ ძირითადად გაზის მიღებას აზერბაიჯანიდან."
XS
SM
MD
LG