Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბმა


ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბმა,

ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბმა,
რომელიც თბილისში იყო დისლოცირებული, 23 დეკემბრიდან ფუნქციონირება შეწყვიტა. ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ- ნიუსის” ცნობით, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა დღეს გააფორმეს. რუსული ჯარების დაჯგუფების შტაბიდან სამხედრო ქონებით დატვირთული ბოლო ავტოკოლონა 20 დეკემბერს გავიდა საქართველოდან სომხეთში, გიუმრის რუსეთის 102-ე ბაზაზე. 25 დეკემბერს ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეთა მცირერიცხოვან ოპერატიულ ჯგუფს თბილისიდან ბათუმის გარნიზონში გაგზავნიან. მათ თვალყური უნდა ადევნონ საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს. საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის უწყებათა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ბაზების გაყვანის პროცესი 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG