Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია,

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია,
რომელიც ირანს ავალდებულებს შეწყვიტოს ბირთვული გამდიდრების პროგრამა. 15 წევრისგან შემდგარი საბჭო რეზოლუციაში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, ირანს არ მიჰყიდონ ისეთი მასალები, რომლებიც ბირთვული ან ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში შეიძლება გამოიყენონ. ამასთან, რეზოლუცია ითვალისწინებს იმ კომპანიებისა თუ ინდივიდების საბანკო ანგარიშების გაყინვას, რომლებსაც გაერო ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამაში მთავარ მონაწილეებად მიიჩნევს. კენჭისყრის შემდეგ გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, ემირ ჯონს-პერიმ, განაცხადა, რომ საკუთრივ რეზოლუცია მიზანს არ წარმოადგენს - დოკუმენტი საშუალებაა, რომელმაც ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დააბრუნოს: [ჯონს-პერის ხმა]: ”ამ რეზოლუციით ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად სერიოზულია შექმნილი ვითარება - და იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დარწმუნებით არ იცის, რა გზით ვითარდება ირანის პოლიტიკა. მნიშვნელოვანია აღნინიშნოს, რომ ირანისთვის კარი არ ჩაგვიკეტავს. ჩვენ საკითხის მოგვარება კვლავ დიპლომატიისა და მოლაპარაკების გზით გვსურს - ეს კი ირანთან თანამშრომლობაზე უნდა იყოს დამყარებული”. რეზოლუციის მიღებას წინ უძღვოდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკება. რუსეთმა და ჩინეთმა უარი განაცხადეს თეირანისთვის მკაცრი სავაჭრო სანქციების დაწესებაზე, როგორც ეს შეერთებულ შტატებს თავდაპირველად სურდა.
XS
SM
MD
LG